მადაგასკარზე ტროპიკულმა ციკლონმა "ავამ" 80 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 29 ადამიანი იმსხვერპლა, 22 კი დაკარგულად ითვლება. ქარიშხალმა ასობით შენობა ნაგებობა, მათ შორის, რამდენიმე საავადმყოფო და სკოლა დააზიანა. ევაკუირებულია 17 ათასზე მეტი ადამიანი.