მორიგი ტერორისტული აქტი პაკისტანში. ქალაქ კვეტაში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ცენტრში, პოლიციის ავტობუსთან აამოქმედა. არიან დაშავებულებიც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.