ებრაელმა სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროს ბლოკირება მოახდინეს. რადიკალური ზომები ისრაელმა მას შემდეგ მიიღო, რაც ნალბუსში ებრაელი რაბინი რაზიელ შევახი მოკლეს. თავდამსხმელებმა ის მანქანაში ჩაცხრილეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ებრაელმა სამართალდამცველებმა მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 პალესტინელი დააკავეს.