ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს საზღვართან საბაჟო პუნქტს გახსნიან. განცხადება მთავრობის სხდომაზე ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა გააკეთა. მისი თქმით, პუნქტის გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება. მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა, რომ საბაჟო პუნქტზე შემოწმდება ყველა ის ტვირთი, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარს გადაკვეთს. დეფაქტო მთავრობის განკარგულებით, ლენინგორის რაიონში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს საქართველოდან 50 კილოგრამის ოდენობის ტვირთის გადატანა შეუძლია.