ისრაელის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ სირიის ტერიტორიაზე ირანის ბაზის არსებობას არ დაუშვებს. ეს განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცოტა ხნის წინ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას გააკეთა. ისრაელის პრემიერმა ღნიშნა, რომ ირანს ახლო აღმოსავლეთში იმპერიის შექმნა სურს.