თეირანის ციხეში ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებული 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ირანელი პარლამენტარები ავრცელებენ. მათი მტკიცებით, პატიმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში 28 იანვარს დაიწყო. სამართალდამცველებსა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.