თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანისა და რუსეთის ელჩები დაიბარეს. ამის მიზეზი სირიის ქალაქ იდლიბში დეესკალაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა და ავიაიერიშები გახდა. სააგენტო „ ანადოლუს„ ცნობით, ანკარამ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მოკავშირე მოსკოვსა და თეირანს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დამასკოსთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდეს. თურქეთში აცხადებენ, რომ სირიის მთავრობის ქმედებები ქვეყანაში ვითარების დარეგულირების პოლიტიკურ პროცესს აფერხებს.