BBC-ის კურიოზული ინციდენტი გადაიღო. ახალი ამბების კორესპონდენტს, ალექს დანლოპს გადაღებისას თავს ლემურები დაესხნენ. ინციდენტი ბანჰემის ზოოპარკში მოხდა. რეპორტიორი ცდილობდა ტექსტი გაეგრძელებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ცხოველებმა დაკბინეს, იძულებული გახდა ჩაწერა შეეწყვიტა. სახალისო ვიდეო Youtub-ზე გუშინ დაიდო. ერთ დღეში მას 30 ათასამდე მნახველი ჰყავს.