რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო ავტოინსპექციის შტატების შემცირებას ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურიდან 10 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლეს. შემცირება არ შეხებია სარეგისტრაციო, საგამოცდო და მართვის მოწმობების გამცემ სამსახურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შტატის შემცირების ბრძანებას პრეზიდენტმა პუტინმა ხელი 31 დეკემბერს მოაწერა.