უკრაინაში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. უმაღლესი რადის დეპუტატის, ალექსეი დოროშენკოს ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბოსტნეულის ღირებულებამ 37 პროცენტით მოიმატა, ლორის ფასი კი 67 პროცენტით არის გაზრდილი, რაც სარეკორდო მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.