პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო. მატეუშ მორავეცკიმ თანამდებობიდან საგარეო საქმეთა მინისტრი ვიტოლდ ვაშიკოვსკი დაითხოვა. პოსტი დატოვა თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაჩარევიჩმაც, რომელიც ანტირუსული განცხადებებით გამოირჩეოდა და ევროპას რუსული აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. 2017 წლის ბოლოს ბეატა შილდოს მთავრობა გადადგა. ის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა მატეუშ მორავეცკიმ შეცვალა, შილდომ ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა, მინისტრებმა პოსტები შეინარჩუნეს.