ირანელ ხალხს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება აქვს, თუმცა მშვიდობიანი აქციები ძალადობაში არ უნდა გადაიზარდოს. ამის შესახებ ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამეინმა განაცხადა.
„როდესაც ადამიანს უფლებებს ართმევენ და ამას აპროტესტებს, როდესაც საპროტესტო აქციებზე 100 თუ 500 კაცი იკრიბება, ეს დასაშვებია. მაგრამ როდესაც აქციებზე ყურანს, ისლამსა და დროშას შეურაცხყოფენ, აჩენენ ხანძარს, ეს ყოვლად მიუღებელია,“-აღნიშნა ჰამეინმა.
თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები 28 დეკემბერს დაიწყო. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.