დონალდ ტრამპს პრეზიდენტობა მეორე ვადითაც სურს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჰოგან ჰიდლიმ განაცხადა. მისივე თქმით, ტრამპი მონაწილეობას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს. თეთრი სახლის მოქმედმა ლიდერმა 2016 წლის არჩევნებში დემოკრატთა კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.