არგენტინაში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი მენდოსის პროვინციაში ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძრის გავრცელებას ხელს გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი და ძლიერი ქარი უწყობს. ცეცხლის ლოკალიზებას ადგილობრივი მეხანძრეები ავიაციის დახმარებით ცდილობენ. ხანძარმა უკვე გაანადგურა 10 ათას ჰექტარამდე მწვანე საფარი.