ძლიერი ხანძარი მასაჩუსეტსში. ცეცხლი ქალაქ ლინში 3-სართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა შენობა სრულიად განადგურდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.