ლიტვაში ნატოს საჰაერო პოლიციის მისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დანიის კუთვნილი ავიაგამანადგურებლები გაგზავნა. ეფ-16 ტიპის 4 თვითმფრინავი ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვის მიზნით ლიტვაში რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩება.
დანიური თვიმფრინავები შეერთებული შტატების საჰაერო ძალების კუთვნილ ავიაგამანადგურებლებს ჩაანაცვლებს. ალიანსის დანიური დანაყოფის მეთაურის განმარტებით, მისიის მიზანია მსოფლიოს დაანახოს, რომ ნატო ბალტიის საჰაერო სივრცეს ნებისმიერი საფრთხისგან დაიცავს.