თურქეთში საგანგებო ვითარება კიდევ სამი თვით გააგრძელეს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. საგანგებო მდგომარეობის გასაგრძელებლად ჯერ უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს, შემდეგ კი პარლამენტის ნებართვაა საჭირო. გადაწყვეტილების მხარდაჭერის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი თურქეთის მთელ ტერიტორიაზე 19 აპრილამდე იმოქმედებს. საგანგებო ვითარება თურქეთში 2016 წლის 20 ივლისს, სახელმმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ამოქმედდა. მას შემდეგ საგანგებო რეჟიმი 5 ჯერ გაგრძელდა.