გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 24 წლის გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან 26 ნოემბერს გავიდა და ამ დრომდე უცნობია მისი ადგილსამყოფელი.
მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია აქვს პოლიციას, თუმცა, დარჩიაშვილების თქმით, უწყება სათანადო ღონისძიებებს არ ახორციელებს.