ორ მთავარ ამერიკულ ლატარეაში ჯეკპოტები ერთდროულად გათამაშდა. მოგებული თანხის რაოდენობა მილიარდ დოლარს აღემატება. "ფაუერბოლის“ გამარჯვებულმა 560 მილიონი დოლარი მოიგო. მან მომგებიანი ბილეთი ნიუ-ჰემფშირში შეიძინა. ჯეკპოტი გათამაშდა ლატარეა "მეგა მილიონშიც.“გამარჯვებული 450 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. მან ბილეთი ფლორიდაში იყიდა.