მექსიკაში სროლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. ინციდენტი საკურორტო ქალაქ აკაპულკოსთან მოხდა, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები პოლიციას დაუპირისპირდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცის დაკავება სცადეს. ახალგაზრდას ადგილობრივი ფერმერები გამოესაჩლნენ, პოლიციელებმა კი მათ ცეცხლი გაუხსნეს. ვითარების განსამუხტავად ქალაქში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი შევიდა. პოლიციელებმა სამხედროებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც 3 მათგანი დაიღუპა.