აფეთქებების სერია სირიაში. იდლიბში ღამით 4 ძლიერი აფეთქება მოხდა. დაიღუპა 30 ადამიანი, 70-მდე კი დაშავდა. სირია-თურქეთის საზღვართან მდებარე პროვინცია უკვე რამდენიმე წელია, მეამბოხეების თავშესაფრად რჩება. ყველაზე აქტიურად იქ დაჯგუფება "ტაჰრირ-აშ-შამი" მოქმედებს.