რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს.
ამ დროისთვის, ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის სამართალდამცავებმა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით კლინიკა ,,რუსთავის" ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.