ევროკავშირი, ღორის ხორცის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ საარბიტრაჟო სასამართლოში ევროკავშირის მოთხოვნა გადაგზავნა, რომლის თანახმადაც, რუსეთისგან ყოველწლიური კომპენსაციის სახით 1 390 000 000 ევროს გადახდას ითხოვს.
კომპენსაცია 2013 წლის მონაცემებს მოიცავს და ევროკავშირიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჯამურ თანხას წარმოადგენს.
ბრიუსელში აცხადებენ, რომ თანხა ცვალებადია და ყოველწლიურად 15%-ით გაიზრდება.
როდის გაიმართება საარბიტრაჟო სასამართლოში სხდომა, ამ დროისთვის უცნობია