მხოლოდ ჭკვიანი კი არა, გენიალური, სტაბილურად გენიალური ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა მის შესახებ წიგნის გამოსვლის შემდეგ ,,ტვიტერზე“ დაწერა. დონალდ ტრამპს, წიგნში "ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის თეთრი სახლის შიგნით", ავტორი მაიკლ ვულფი გონებრივი შესაძლებლობებისა და ფსიქიკური არასტაბილურობის გამო პრეზიდენტობისთვის უვარგისს უწოდებს,
"სინამდვილეში, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემი ორი უდიდეს აქტივობა ფსიქიკური სტაბილურობა და რაციონალური გონებაა", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მისი ყოფილი მოწინაღმდეგე საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონიც ცდილობდა მისთვის მსგავსი იარლიყის მიკერებას, თუმცა უშედეგოდ.
"მე ძალიან წარმატებული ბიზნესმენობიდან დაწყებული, აშშ-ის პრეზიდენტის გზა გავიარე, რაც, ვფიქრობ იმაზე მეტყველებს, რომ მხოლოდ ჭკვიანი კი არა, გენიალური, სტაბილურად გენიალური ვარ!", - აღნიშნავს ტრამპი.