„თურქეთში განვითარებული ბოლო მოვლენები და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დაწყებულ პროცესში რაიმე სახის პროგრესს შეუძლებელს ხდის. მე თურქ კოლეგასთან ეს თემა გულახდილ საუბარში განვიხილე“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ პარიზში თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ. თუმცა მაკრონი არ გამორიცხავს, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა განვითარდეს.
თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიგში ყოფნამ ანკარა „ძალიან დაღალა“.