ქუთაისში 15-მდე მშენებარე ობიექტის მეპატრონე დაჯარიმდა, ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლმა, ზვიად ჯავახიამ განაცხადა.
დაჯარიმებულია აღმაშენებლის გამზირზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეპატრონეც. 27 დეკემბერს, სწორედ ამ კორპუსის მშენებლობაზე მუშაობისას დაიღუპა ორი მუშა.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მშენებლობის კონტროლის გამკაცრების შესახებ განცხადება დეკემბერში გააკეთა და განმარტა, რომ ქალაქში უკანონო მშენებლობები აიკრძალება.