თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარია მოხდა, რასაც სამი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში მყოფი სამი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
როგორც “ჯი-ეიჩ-ენს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.