გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ირანის საკითხის განსახილველად მოიწვია, რუსეთის წარმომადგენელმა ვაშინგტონი მწვავედ გააკრიტიკა. გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილ ნებენზიამ ღიად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს და საბჭოში საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს. ნებესნიამ ასევე აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის რეალური მიზეზი თეირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების გაუქმების მცდელობაა. საგანგებო სხდომა აშშ ეჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ ირანში შექმნილი ვითარების გამო მოიწვია. მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში 28 დეკემბერს დაიწყო. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.