ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა თურქეთს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ წაიწიოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ემანუელ მაკრონი რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკას გამოეხმაურა. თურქეთის ლიდერმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ქვეყანას "ევროკავშირის კართან 50 წელზე მეტია, ალოდინებენ."