თურქეთის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაუსრულებელმა მოლაპარაკებებმა დაღალა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ევროკავშირის კართან 54 წელი გვალოდინეს. თურქი ხალხი ლოდინით დაიღალა. ჩვენ არ ვაპირებთ მუდმივად თხოვნის რეჟიმში ყოფნას,"-აღნიშნა ერდოღანმა.