უამინდობაა რუსეთის დედაქალაქში. მოსკოვსა და მის შემოგარენში გადაუღებლად თოვს, რასაც ძლიერი ყინვაც დაერთო. გზის გაწმენდით სამუშაოებში რამდენიმე ასეული სპეციალური ტექნიკაა ჩართული. საგანგებო რეჟიმში მუშაობს დედაქალაქის აეროპორტებიც. უამინდობის გამო 20-მდე ავიარეისი გადაიდო.