შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარბუქის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეკომპანია ეი-ბი-სი იტყობინება. ჩრდილოეთ კაროლინას შტატის გუბერნატორის, როი კუპერის განცხადებით, სტიქიამ ასობით ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. ზოგიერთ რაიონში თოვლის სიმაღლემ 30 სანტიმეტრს გადააჭარბა. ანალოგიური ვითარებაა შექმნილი ნიუ იორკშიც. გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკულმა ავიაკომპანიებმა ხუთი ათასზე მეტი ავიარეისი გააუქმეს.