„ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს მიმართავს, დააკისროს პასუხისმგებლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს. პარტიის ინფორმაციით, აჭარის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 2016 წელს აჭარის მთავრობის აპარატსა და ოთხ სამინიტროში პრემია-დანამატები არამიზნობრივად გაიხარჯა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრის, რევაზ ხარაზის განცხადებით, არამიზნობრივად დაახლოებით, 2 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და მინისტრები, ხელმძღვანელი პირები დაუსაბუთებლად გასცემდნენ პრემია-დანამატებს თავიანთ უწყებებში... ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რომ არაკანონიერად გაიცა მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემია-დანამატებში იმ ადამიანებზე, რომლებსაც არაფერი არ უკეთებიათ ამ წლების განმავლობაში და ეს პრემია-დანამატების დარიგება კვლავ გრძელდება ამ უწყებებში, ამ ყველაფრის შესაჩერებლად ჩვენ ვამზადებთ სარჩელს და მივმართავთ სასამართლოს,“ - აცხადებს რევაზ ხარაზი.