ბილ და ჰილარი კლინტონები კიდევ ერთ სკანდალში გაეხვნენ. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მათი ფონდის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. გამოძიება იმის დადგენას ცდილობს, იყო თუ არა ფონდი ჩართული სახელმწიფო მდივნად ჰილარი კლინტონის მუშაობის პერიოდში პოლიტიკურ ან სხვა უკანონო აქტივობებში. საქმეს FBI-ის არკანზასის განყოფილება იძიებს.