დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ შესაფერის დროს ირანში საპრტესტო აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას გაუწევს, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა შეაფასა.
"დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს სერიოზულ მხარდაჭერას გაუწევს, როდესაც შესაფერისი დრო დადგება. ირანს ”ტროას ცხენს” უმზადებენ,-"წერს კადიროვი twitter-ის პირად გვერდზე.
3 იანვარს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შესაბამის დროს ირანელ ხალხს დიდ მხარდაჭერას გაუწევს.
თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს 22 ადამიანი ემსხვერპლა.