ნიუ-იორკის გუბერნატორმა უამინდობის გამო, საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.
“ნიუ-იორკში, უესჩესტერსა და ლონგ აილენდში ექსტრემალური პირობების გამო საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ“, - წერს ენდრიუ კუომო Twitter-ის პირად გვერდზე.
უამინდობის გამო მუშაობა შეაჩერა ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმაც. მიზეზი ცუდი ხილვადობა გახდა.