ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ ის დამნაშავედ მიიჩნია და 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბრალდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები თითქმის, 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.