ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე აფთიაქი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. არსებული ინფორმაციით, სიგნალიზაციის ჩართვის გამო, დიდი ოდენობის თანხის წაღება ვერ მოასწრეს.
შსს-მ გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ერთიდან სამ წლამდე.