პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებულ რუსლან ალდამოვის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის, რუსლან ალდამოვის განცხადებას ავრცელებს.
„მე დღეს თავს უფლებას ვერ მივცემ გავასაჩივრო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენს მიმართ აღკვეთი ღონიძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მოვითხოვო ჩემი თავისუფლება მაშინ, როცა თემირლან მაჩალიკაშვილი სიკვდილს ებრძვის... ახლა ყველა თქვენთაგანმა იბრძოლეთ მის გადასარჩენად, თქვენი დრო და ენერგია მის საქმეს დაუთმეთ. ჩვენ კი ციხიდან ვილოცებთ, ალაჰს შევთხოვთ მის გადარჩენას.
სადღესასწაულო დღეებია და არ მინდა ადამიანების რესურსები ჩემი კეთილდღეობისთვის ფუჭად ვხარჯო. მესმის და ვაანალიზებ რაც ხდება ხეობაშიც და ქვეყანაშიც. საქართველო ჩემი სამშობლოა და მე ის თქვენსავით მიყვარს, ქართველ ხალხს თმის ღერი არ ჩამოუვარდება ჩვენგან არასდროს, ეს გამორიცხულია! " - ნათქვამია ალდამოვის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ერთი პირი, 4 კი დააკავეს. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.