გორის რაიონული სასამართლო დღეს, ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პოლიციელების საქმეს განიხილავს.
ბრალდების მხარე დღეს 3 მოწმეს დაკითხავს. ესენი არიან, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირი, ექსპერტი და ტრაილერის მძღოლი.
წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაცვის მხარის შაუმდგომლობით, 12 მოწმის ჩვენება უდავოდ ცნო. დაცვის მხარის განმარტებით, მათ სასამართლოსთვის ტექნიკური ხასიათის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ, რაც არაფრის მომცემია და მხოლოდ გააჭიანურებდა პროცესებს.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია 17 მაისს, გორის გვირაბთან ავტოსაგზაოშემთხვევის დროს დაიღუპა. ის გადაჭარბებული სიჩქარით ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და პატრულის მითითებას არ დაემორჩილა, რა დროსაც განხორციელდა მისი დევნა. გორის გვირაბის გასასვლელთან პატრულის თანამშრომლებმა გზა ტრაილერით ჩაკეტეს, რომლის წინ რამდენიმე მეტრში ევაკუატორი დააყენეს. დიდი სიჩქარით მოძრავი ბექა ხახუბია ჯერ ევაკუატორს დაეჯახა, შემდეგ კი ტრაილერს. ის ადგილზე გარდაიცვალა.