სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგში უბედური შემთხვევის შედეგად, 11 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდმა შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით, სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.