ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე "ჯი-ეიჩ-ენს" ბრალდებულების ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხება.
შეგახსენებთ,რომ პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ბრალი 5 პირს – გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურა მიქაძეს წაუყენა.