ვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მე მოვითხოვ კომპენსაციას გატაცებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ განუცხადა.
მისი თქმით, სარჩელს ის ბანდიტიზმისთვის, თავდასხმასა და ადამიანის გატაცებისთვის უკრაინის სასამარლოსთვის, შემდეგ კი, ევროპულისთვის ამზადებს.
„ჩვენ ასევე ვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მე მოვითხოვ კომპენსაციას გატაცებისთვის. როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვლება, თითოეული მათგანი პასუხს აგებს არა მხოლოდ იმისთვის, რაც ჩემთან მიმართებაში ჩაიდინეს, არამედ იმისთვისაც, თუ რას უკეთებენ უკრაინელ მოქალაქეებს ყოველდღიურად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.