სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს, 12 საათზე საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა.
ბრიფინგი სავარაუდოდ, კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეეხება.
პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, აყვანილია ახმეტ ჩატაევთან კავშირში მყოფი 3 პირი, ერთი კი, დაჭრილია.