თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი დაიწყება. დღეს დაცვის მხარე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევის შედგებს წარადგენს.
„ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა გვაქვს, რომელსაც სასამართლოში წარვადგენთ და შესაბამისად, ამ დასკვნის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და პროცესის დახურვას მოვითხოვთ. როგორც ვიცი, ბრალდების მხარეც რამდენიმე მოწმის წარმოდგენას აპირებს.
ექსპერტი აღწერილობით ნაწილში ცალსახად მიუთითებს, რომ აბესაძის დახურულ სივრცეში ყოფნა მისი დაავადებისთვის დამამძიმებელი და მაპროვოცირებელია“, - განუცხადა პროცესის დაწყებამდე „ჯი-ეიჩ-ენს“ ოთარ აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა.
მისი განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოსამართლემ აბესაძეს აღკვეთის ღონისიძება უნდა შეუცვალოს.
„ოთარ აბესაძე საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას არ წარმოადგენს. მისი პატიმრობაში ყოფნა საერთოდ არ ემსახურება მართლმსაჯულების მიზნებისა და ამოცანების განხორიცელებას. მისი ავადმყოფობის მდგომარეობა ყველანაირ საფუძველს იძლევა, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძება შეცვლილი იყოს. თუ მოსამართლემ ძალაში პატიმრობა დატოვა, სასამართლო ძალიან არასამართლიანი იქნება, ამას სხვას ვეღარაფერს დავარქმევ“, - აცხადებს გელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე მიმდინარე წლის 12 ივნისს, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.