საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლომერ ნიგურიანის მკვლელობას ეხმიანება.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს არის ივანიშვილის მიერ შექმნილი სიძულვილის კლიმატის პირდაპირი გამოძახილი.
"შეძრული ვარ, ”ნაციონალური მოძრაობის”, მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლომერ ნიგურიანის მკვლელობით. ძალიან ღირსეული კაცი დააკლდა ქვეყანას. მიმაჩნია, რომ ეს არის ივანიშვილის მიერ შექმნილი სიძულვილის კლიმატის პირდაპირი გამოძახილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს”, - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, მესტიის საკრებულოს წევრი დღეს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.