თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13:00 საათზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
დღეს დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას.თუმცა, მოასწრო თუ არა, სააკაშვილის საზოგადოებრივმა ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ საქმის მასალების გაცნობა და დასკვნითი სიტყვის მომზადება, უცნობია.
დღეს, ადვოკატმა შესაძლოა, მოსამართლე გიორგი არევაძის აცილების შუამდგომლობა დააყენოს.
შეგახაენებთ, რომ წინა სასამართლო პროცესზე,მოსამართლემ გოგლიჩიძეს დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად 2 დღე დაუმატა და დასძინა, რომ "შემდეგ პროცესზე ოროსანი ბავშვივით არ გამოცხადებულიყო", რაც ადვოკატმა პირად შეურაცხყოფად მიიღო.
მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბრალდება გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.