ზუგდიდში სახლს ცეცხლი გაუჩნდა. პუშკინის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან სახლში ხანძარი დილით გაჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლი ლიკვიდირება მოახერხეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია სახლის უმეტესი ნაწილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.