შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში "ცენზურის გარეშე“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა.
გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრს ეკა წამალაშვილს ტელეკომპანია "იბერიას" პირდაპირ ეთერში, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა წყალი შეასხა.
დავით ოქიტაშვილმა ეკა წამალაშვილს "ქუჩის ქალი" უწოდა.
მომხდარის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა ბოდიში მოიხადა და პროტესტის ნიშნად ეთერი დატოვა.