მთაწმინდის პარკში ატრაქციონის დემონტაჟს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც გარდაცვლილთან ერთად ე.წ. ეშმაკის ბორბლის დემონტაჟში მონაწილეობდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მთაწმინდის პარკში სამუშაოებს კერძო კომპანია "კანო" ატარებს.
შემთხვევის ადგილზე ერქსპერტ-კრიმინალისტები გუშინ გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გამოიკითხნენ კომპანია „კანოს“ თანამშრომლები და თვითმხილველები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა -საკითხს შრომის ინსპექციაც შეისწავლის.